გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

13-05-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა თავისუფლების მოედნის, ვილნიუსის სკვერის, სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის მე-9 კილომეტრის, ვაზისუბნის I, II, III, IV მიკრორაიონების, ვაზისუბნის დასახლების, გლდანის მასივის „ა“,VI მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, დავით სარაჯიშვილის გამზირის(ნაწილობრივ), თიანეთის გზატკეცილის, სარაჯიშვილის, ილორის, ქერჩის, ვეკუას, ხიზაბავრის, ვასაძის(გლდანი), ხევძმარის, კონსტანტინე ლესელიძის (გლდანი), ხიზანიშვილის, კაჭარავას, ჯანჯღავას, იპოლიტოვ-ივანოვის, ჭედიას, თიანეთის, კობერიძის, პატარიძის, ლუბლიანას, ტერევერკოს, ნოდარ ბოხუას, წინამძღვრიშვილის, ბაქოს, პიმენ ყურაშვილის, ნიკოლოზ ჩაჩავას, კატო მიქელაძის, გალაკტიონ ტაბიძის, ლეონიძის, ლერმონტოვის, შალვა დადიანის(ნაწილილობრივ), ასათიანის, ჭონქაძის, მთაწმინდის, კრავეიშვილის, კირილე უკლებას, სულხან-საბას, ინგოროყვას, ჩიტაძის, დიუმას, კალისტრატე ცინცაძის, კოტე აფხაზის, პუშკინის, ნიშნიანიძის, ვერცხლის, ყავლაშვილის, ოქრომჭედლების, ავლევის, ვახტანგ მოსიძის, არსენას, ბესიკის, ვეძინის, კოტეტიშვილის, მესხის, ყიფიანისდა ძმები ზუბალაშვილების ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


10 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I, II, III, IV, V კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II, III, IV, V კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, სოფელი გლდანის(ნაწილობრივ), სამხედო დასახლების, მუხიანის ნაკვეთების(ნაწილობრივ), ავშნის, რომელაშვილის, ნიშნიანიძის, ევგენი ღვალაძის(ნაწილობრივ), გობრონიძის, ლაგურაშვილის, გაბაშვილის, ჯავახეთის და შანშიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 11 საათიდან 15 საათამდე აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) და დავითაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031