13-05-2019
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძესთან ერთად ზესტაფონში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
ბიზნესსექტორისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელთა შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარების მიზნით დაგეგმილ პროექტებსა და იმ პრიორიტეტებზე, რაც ქვეყნის მასშტაბით საინვესტიციო გარემოს გააუმჯობესებს.
"მნიშვნელოვანია პროექტებად შეიკრას ბიზნესის სფეროდან წამოსული ინიციატივები. მეწარმეობის წახალისებისთვის ასევე საჭიროა დაფინანსების სხვადასხვა გზების მოძიება. 4 , 8 პროცენტით დასრულებული ეკონომიკური ზრდა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს, უნდა დაეტყოს თითოეულ ოჯახს და რეგიონს. მარტო ვერც სახელმწიფო და ვერც კერძო სექტორი ვერ შეძლებს იმ ეფექტის მიღებას, რასაც ერთად დგომით და გაერთიანებით მოვახერხებთ. ჩვენ გიდასტურებთ მხარდაჭერას",- განაცხადა გენადი არველაძემ.
დღევანდელ შეხვედრას პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელიც ესწრებოდა.
13-01-2025