14-05-2019
"საქართველო 100 პროცენტით ევროპული სახელმწიფო გახდა", – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა, ბრიუსელში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მაღალი დონის კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.
"მინდა, მივმართო და მადლობა ვუთხრა საქართველოს პრემიერ-მინისტრს იმისთვის, რომ საქართველოში ევროპული სკოლა გაიხსნა. საქართველო 100 პროცენტით ევროპული სახელმწიფო გახდა", – განაცხდა ჟან-კლოდ იუნკერმა.
ბრიუსელში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მაღალი დონის კონფერენცია მიმდინარეობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მომავლისადმი მიძღვნილ პანელში მიიღებს მონაწილეობას და დისკუსიის ფორმატში ჩაერთვება.
13-01-2025