14-05-2019
ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში დავით უსუფაშვილის მიერ შალვა შავგულიძის მხარდაჭერას ეხმიანება.
"ამ ბოლო დროს საქართველოში პოლიტიკურმა პროსტიტუციამ ლამის ზენიტს მიაღწია და ახალი ანტი-რეკორდი დაამყარა. რაც პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა.
ღირებულებებზე და პრინციპებზე საუბარი ამ ხალხისაგან უკვე აღარ მიიღება, რადგანაც შეუძლებელია იყო რაიმე ღირებულებების და პრინციპების ერთგული და მხარს უჭერდე იმ ძალას, რომელსაც ცოტა ხნის წინ უპირისპირდებოდი სწორედ ამ პრინციპების და ღირებულებების უხეშად ფეხქვეშ გათელვის გამო.
ფსევდოარგუმენტები, რომ ეს პოლიტიკაა, სადაც ყველაფერი მოსულა და ა.შ. უკვე აღარ გაჭრის.
ისე, ამ შუალედურ არჩევნებს მადლობა უნდა ვუთხრათ თუნდაც იმის გამო, რომ ისეთი ლაკმუსის ქაღალდი გამოდგა, რომელიც ადრე არც კი გვინახავს", - წერს ანჯაფარიძე.
13-01-2025