17-05-2019
ნიკოლოზ ლალიაშვილი "რუსთავი 2"-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შესახებ კომენტარს აკეთებს.
"რუსთავი 2"-ის მორიგ გაყალბებულ კვლევაზე ჩემი დასკვნა ასეთია: ნაწრთობ შუშაში არის ერთი წერტილი, რომელსაც თუ გაარტყამ, მთელი შუშა დაიფშვნება. ასეთი წერტილი ქართულ ოცნებაში არის ბიძინა ივანიშვილის მართლაც ჭარბი ნდობის რეიტინგი.
ოპოზიციამ, რომელიც დაკომპლექტებულია პოლიტიკური კანიბალებით, ზუსტად იცის, რომ იერიში უნდა მიიტანოს ძალის მთავარ ცენტრზე ანუ ივანიშვილზე. იმავდროულად, ქართული ოცნების ვეგეტარიანულ ისტებლიშმენტს ეს კარგად არ ესმის. "ნაცებმა" იციან ვის უნდა დაარტყან, "ოცნებამ" კი არ იცის ვინ უნდა დაიცვას", - აცხადებს ლალიაშვილი.