გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: გვქონდა საუბარი საერთაშორისო პარტნიორებთან, არასამთავრობო სექტორთან, მაქსიმალური ყურადღება გამოხატონ, რადგან არავის მიეცეს ზუგდიდში არეულობის შეტანის საშუალება

17-05-2019

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "ნაციონალურ მოძრაობას" ზუგდიდში არეულობის პროვოცირების მცდელობაში ადანაშაულებს.


კობახიძის შეფასებით, "არჩევნები წარიმართებოდა ძალიან მშვიდ გარემოში, ყოველგვარი ექსცესების გარეშე, თუმცა 2-3 დღის წინ დაიწყო არეულობის შეტანის მცდელობა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, რაც უნდა უკავშირდებოდეს ზუგდიდში კვლევის შედეგებს, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობასაც" აქვს.


"ამ კვლევის მიხედვით, ისინი ძალიან დიდი ალბათობით პირველივე ტურში წააგებენ არჩევნებს.


ალბათ, ამან გამოიწვია მათი ტაქტიკის შეცვლა, მათი ტაქტიკა არის ის, რომ ხელოვნურად სურთ არეულობის შეტანა, ესეც ვერ დასრულდება მათთვის წარმატებულად.


მთავარია, ჩვენ გვქონდა საუბარი საერთაშორისო პარტნიორებთან, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოხატონ, რადგან არავის მიეცეს იქ არეულობის შეტანის საშუალება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031