გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილმა ტალინში ნატოს კოოპერაციული კიბერთავდაცვის ცენტრი მოინახულა

17-05-2019

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ესტონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ტალინში ნატოს კოოპერაციული კიბერთავდაცვის ცენტრს ეწვია.


ცენტრისა და მისი მუშაობის მიმართულებების შესახებ პრეზიდენტს ინფორმაცია ცენტრის დირექტორმა ჯააკ ტარიენიმ და კაბინეტის ხელმძღვანელმა ფრანც ლენტენჰამერიმ მიაწოდეს.


მათი ინფორმაციით, ცენტრი 2008 წლის 14 მაისს დაფუძნდა. მისი შტაბბინა ტალინში განთავსდა.


ცენტრი საერთაშორისო სამხედრო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს ნატო-ს, მისი წევრი ქვეყნებისა და პარტნიორი სახელმწიფოების შესაძლებლობების გაძლიერებას შესაბამისი კვლევების, სწავლებისა და კონსულტაციების გზით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031