გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ჭელიძე: მკვლელი სავარაუდოდ გუგეშაშვილის ოჯახს იცნობდა

7-02-2018


შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მამუკა ჭელიძის განცხადებით, მკვლელი, რომელიც შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის სახლში შეიჭრა, სავარაუდოდ, ამ ოჯახს იცნობდა.

მისივე თქმით, გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

„შემთხვევის ადგილზე ნანახია ახალგაზრდა მამაკაცის გვამი და დაჭრილი ქალბატონი. ქალბატონი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში და მიმდინარეობს შესაბამისი სამედიცინო პროცედურები.

მკვლელი, სავარაუდოდ, იცნობდა ოჯახის წევრებს. რაც შეეხება გამოძიებას, მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობის მუხლით.

ჭრილობები მიყენებულია, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით“- განაცხადა ჭელიძემ.  

შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილის სახლში რამდენიმე საათის წინ შეიჭრეს, რის შემდეგაც მისი შვილი 33 წლის ნოდარ გუგეშაშვილი მოკლეს, თავად თადარიგის პოლკოვნიკი კი დაჭრეს. დოდო გუგეშაშვილი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031