გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დოდო გუგეშაშვილის მეზობლის ინფორმაციით, მან სავარაუდოდ მკვლელი დიანახა

7-02-2018

თადარიგის პოლკოვნიკის დოდო გუგეშაშვილის მეზობლის განცხადებით, მან სავარაუდო მკვლელი დაინახა. 
მისი თქმით, მამაკაცს რომელიც შემთხვევის შემდეგ კორპუსის კიბეზე ჩარბოდა ლურჯი ქურთუკი ეცვა და ხელში პარკი ეჭირა. 
„ლურჯი ქურთუკი ეცვა. პარკი ეჭირა ხელში და შიგნით თეთრი რაღაც იდო, პარკი გამჭვირვალე იყო. ღმუილი გავიგონე, მომიკლეს შვილიო. ზევით ვინც ავიდნენ იმათ ნახეს მასრები. სახლში ვერ შევედით იმიტომ რომ დოდო იყო მისახედი. მერე მოვიდა სასწრაფო. დოდო კიბეებზე ფეხშიშველა ჩამოვიდა 13-დან 11-მდე და მოსდიოდა სისხლი. მერე დოდოს რომ მივხედეთ, მერე ჩამორბოდა კიბეებზე კაცი, მაღალი არ იყო. პარკი ეჭირა გამჭვირვალე და იმ პარკში ედო თეთრი რაღაც“-განაცხადა დოდო გუგეშაშვილის მეზობელმა. 
შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილის ოჯახს თავს დილით დაესხნენ. შემთხვევის შედეგად მისი შვილი, ნოდარ გუგეშაშვილი დაიღუპა, თავად პოლკოვნიკი კი დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930