გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩუგოშვილი: „ადუღების“ მცდელობები სრული კრახით დასრულდა და ასევე დასრულდება მომავალშიც

20-05-2019

“ჩვენი ოპონენტების გეგმები საკმაოდ კარგად გამოჩნდა ჩანაწერებიდან, ასევე ყოფილი პრეზიდენტის განცხადებიდან გამომდინარე. ისინი საუბრობდნენ, რომ მათთვის მნიშვნელობა არ ქონდაარჩევნების შედეგებს, მათთვის მთავარი იყო ადუღება ჯერ ზუგდიდში, შემდგომ აჭარის , შემდგომ კი მთელი საქართველოსი”-ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, ეს არის „ნაციონალების“ გეგმა. 

„მათი პრობლემა არის იმაში, რომ მათი სურვილები და საზოგადოების სურვილები ძალიან სერიოზულადაა ერთმანეთს აცდენილი. საქართველოს და ჩვენს მოსახლეობას სჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება.

ცვლილებები დემოკრატიულ გარემოში ხდება არჩევნების გზით და მათ არ აქვთ ისეთი მხარდაჭერა, რომ ასეთი ცვლილებები მოახდინონ. ამ ფონზე მსჯელობა, ხელოვნური დაძაბულობების შექმნის, ჩვენ გუშინაც ვიხილეთ, მაგრამ ეს მცდელობები სრული კრახით დასრულდა და ასეთივე კრახით დასრულდება მომავალშიც მსგავსი გამოხტომები.

რაც არ უნდა იყოს მათი გეგმა, ჩვენს ქვეყანას აქვს ერთადერთი განვითარების გზა და ეს არის კანონისმიერი ცვლილებები, კანონისმიერი პროცესების წარმართვა და დემოკრატიული პროცესები. ეს არისერთადერთი გზა და ფორმა, რითაც შეიძლება გარკვეული ცვლილებები ქვეყანაში მოხდეს. მათ ეს გზა არ აწყობთ იმიტომ, რომ სათანადო მხარდაჭერა ასეთი ცვლილებებისთვის არ აქვთ, ხოლო რა გზაც მათაწყობთ, ასეთ გზას არ დაუშვებს არც ხელისუფლება და არც ქართველი ამომრჩეველი“-განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის ძალიან მკაფიო და ნათელი, პირველი რაც ჩვენ ქვეყანას სჭირდება არის სტაბილურობა, სიმშვიდე და არა ქაოსი და არეულობა, რასაც ისინი სთავაზობენ ჩვენს ქვეყანას და ქართულ საზოგადოებას.

„მუდმივი ასეთი მუქარები სულ ისმის ყველა არჩევნების წინ და არჩევნების მერე და ვხედავთ რომ არაფრით არ დასრულებულა. როგორც ჩანს, ამას ხვდება მათ შორის გაერთიანებულ ოპოზიციაში და „ნაციონალურ მოძრაობაში“ რამდენიმე ადამიანი, გუშინ ვიხილეთ ჩვენ ასეთი განცხადებები მათივე წარმომადგენლებისგან.

როგორც ჩანს იქაც არიან ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ, რომ აღარ შეიძლება რევოლუციაზე, გადატრიალებაზე და ,,ადუღებაზე“ საუბარი იმიტომ ,რომ ქვეყანა წავიდა წინ და ამას როგორც ჩანს ვერ აცნობიერებს მიხეილ სააკაშვილი“-აცხადებს დეპუტატი. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930