გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე გიორგი გაბუნიას: „არჩევნებამდე ორი დღით ადრე ჩვენ ვნახეთ „ Ipsos უკრანის“ კვლევა, თქვენ მოატყუეთ საზოგადოება რომ ეს იყო „ Ipsos საფრანგეთის“ კვლევა

22-05-2019

„არჩევნებამდე ორი დღით ადრე ჩვენ ვნახეთ „ Ipsos უკრანის“ კვლევა, თქვენ მოატყუეთ საზოგადოება რომ ეს იყო „ Ipsos საფრანგეთის“ კვლევა“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის თოქშოუში „არჩევანი“.
გადაცემის წამყვანის გიორგი გაბუნიას თქმით, შესაძლოა ჟურნალისტების მხრიდან იყო შეცდომა თუმცა, არხმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ იფსოსი საფრანგეთში დაარსებული კომპანიაა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ეს არის რუსულ-უკრაინული ფილიალი და მისი ხელმძღვანელი არის რუსი, რისი ნახვაც ინტერნეტშიც ადვილად შეიძლება, რაზეც გადაცემის წამყვანმა უპასუხა, რომ იმედია რუსეთთან კავშირს არ დააბრალებენ.

„მე მგონია, რომ რუსულ-უკრაინული „ Ipsos -ის“ შემთხვევაშიც კვლევა CRRC - მ ჩაატარა. ხედავთ, როგორ მეკამათებით იქ, სადაც მეტი პრობლემაა. ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ ჰკითხა Ipsos საფრანგეთს და მან თქვა, რომ არ ჩაუტარებია ეს კვლევა და არ უთქვამს, რომ ეს მათი ფილიალია. რატომ, არ ვიცი. კითხვა მეც მაქვს და იქნებ ჩვენ ერთად ვუპასუხოთ ამ კითხვაზე“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, სასამართლოსთან დაკავშირებით, მაგალითად, NDI-ის ანუ CRRC-ის ნდობის რეიტინგი და Ipsos-ს საფრანგეთის, ანუ სათაო ოფისის მიერ ჩატარებული ნდობის რეიტინგი აბსოლუტურად სცდება ერთმანეთს.

„თუ თქვენ ენდობით Ipsos-ს საფრანგეთს, მითუმეტეს სათაო ოფისს, რატომ არ სვამთ შეკითხვას, იმ ხალხმა რომ თქვა, სასამართლოს ნდობის რეიტინგი 50%-ზე მეტიაო, აქ, NDI-ის კვლევაში სხვანაირად არის, რომელიც CRRC-მ უზრუნველყო თავის საველე სამუშაოთი. ეს კითხვა არ ისმება, ან როგორ ხდება, რომ ორი დღით ადრე რაღაც რეიტინგი ვნახეთ, ორი დღის შემდეგ რაღაც რეიტინგი ვნახეთ და 40%-ით სცდება ესენი ერთმანეთს. აქ არის უსერიოზულესი პრობლემა. გამიმხილეთ, ვის ჩაატარებინეთ იბსოსის შემთხვევაში საველე სამუშაოები და უფრო დაბეჯითებით ვიტყვი, რამდენად უნდა ვენდოთ, მაგრამ, როგორ უნდა ვენდოთ , აბსოლუტურად აცდენილი იყო საარჩევნო რეალობას“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ, რაზეც გიორგი გაბუნიამ უპასუხა, რომ როგორც წესი, სხვა კვლევების შემთხვევებშიც და ახლაც არასოდეს ინტერესდებიან, ვის ატარებინებს ეს კომპანია კვლევას.
„გამორიცხულია, არ გაინტერესდებდეთ, რადგან იქაც ან CRRC იქნება, ან მეორე ორგანიზაცია, სახელიც კი არ მახსოვს, რომელიც ნაცებთან არის ასოცირებული. ეს ჩემი ვარაუდია და თუ ეს ვარაუდი გამართლდა, ხომ უფრო მართალი, ან უფრო მტყუანი გამოვჩნდები. ახლავე შეგიძლიათ უთხრათ პროდიუსერებს, მოიძიონ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031