გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე გიორგი გაბუნიას: ბიძინა ივანიშვილის გაშავებაზე მუშაობთ 6 წელია და მაინც ვერაფერი მოუხერხეთ, ახლა ყალბი კვლევებით და ილუზიებით გინდათ ეს გააკეთოთ

22-05-2019

„ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი რა არის იცით? რა რეიტინგიც დადო ამ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ - განაცხადა "ქართული ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ "რუსთავი 2"-ის თოქშოუ „არჩევანის“ ეთერში.

მისი თქმით, გამორიცხულია, რეიტინგი იყოს ისეთი, როგორც წლების წინ. 

"რეიტინგი შეიძლება ბიძინა ივანიშვილსაც ცოტა ნაკლები ჰქონდეს, მის წინააღმდეგ თქვენი ექვსწლიანი მუშაობის ფონზე. ხომ ყველამ ვიცით, რომ ამ კამპანიის მთავარი ღერძი ეს ადამიანია? ადამიანი, რომელმაც 3 მლრდ დოლარი დახარჯა ამ ქვეყანაში ქველმოქმედებაში, დანარჩენს რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, მის პრემიერობას და ა.შ. ამ ადამიანის გაშავებაზე მუშაობთ 6 წელია და მაინც ვერაფერი მოუხერხეთ და ახლა ყალბი კვლევებით და ილუზიებით გინდათ ეს გააკეთოთ. ადამიანი, რომელსაც თავისი ქვეყანა უყვარს, რას აკეთებს რეალურად და რა გვაქვს პარალელურ რეალობაში? - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ძალიან ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ძალიან ბევრი საქმე აქვს გაკეტებული. 

„მაგალითად, 3-ჯერ მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები აქვს გაკეთებული 6 წლის განმავლობაში, ვიდრე "ნაციონალურ მოძრაობას"   9 წლის განმავლობაში. მაგრამ, ამას არ გააშუქებთ, ამის ინტერესი არ არსებობს. პოზიტიური ნიუსი საღამოს ეთერში 50-ე წუთზეა და ასეთი ყალბი კვლევები პირველ ნიუსად გამოდის. 2012 წლამდე მთელი მედიასივრცე მონოპოლიზებული იყო ნაცმოძრაობის მიერ და ყველაფერი კარგად იყო და ეხლა თურმე ყველაფერი ცუდად არის. ობიექტურობა იმაში მდგომარეობს, რომ კარგზე კარგი თქვა და ცუდზე ცუდი“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა. 

მამუკა მდინარაძე, არჩევნების მოსყიდვის და დაშინების პირობებში ჩატარებას უარყოფს და ამბობს, რომ საჩივრები ძირითადად ზუგდიდში დაიწერა, ისიც პროცედურულ დარღვევებზე. „ჯილდოც დააწესეთ იმაზე, რომ ვიღაცას რაღაცა დაებრალებინა ჩვენთვის და რამდენი ათასი ლარის გაღება მოგიწიათ?“ - იკითხა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031