გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: საზოგადოებასთან კომუნიკაციის კუთხით ხარვეზები გვაქვს

22-05-2019

„არ არსებობს არცერთი მსხვილი დარგი, სადაც კონკრეტული მიმართულებებით არ შეიძლება პოლიტიკის დახვეწა. ამას სჭირდება ექსპერტული დისკუსია, მათ შორის, ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის პოლიტიკურ პარტიებთან, უბრალოდ, სამწუხარო ის არის, რომ ნაცვლად ასეთი დისკუსიისა, ნაცვლად სიღრმეზე საუბრისა, ნაცვლად პოლიტიკის კონკრეტულ მიმართულებებზე საუბრისა, გადადის ყოველთვის ამ პოლიტიკურ პაექრობაში აქცენტი სიძულვილზე, აგრესიაზე, აბსოლუტურად ზოგად გზავნილებზე"-ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

მისი შეფასებით, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, რადგან სამწუხაროდ, დისკუსიის სივრცე აღარ რჩება. 

"ამაშია პრობლემა, რომ ეს არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც აქვთ საკუთარი კომპლექსები იმ წარსულიდან გამომდინარე, რომელიც დაუგროვდათ 9 წლის განმავლობაში და ეს კომპლექსები მათ არ აძლევთ იმის საშუალებას, რომ ჩვენთან შემოვიდნენ ჯანსაღ დისკუსიაში. ჯანსაღ ოპონირებაში, კონკრეტულ სახელმწიფო პოლიტიკებთან დაკავშირებით. ეს არის სამწუხარო რეალობა და როცა ვსაუბრობთ ჩვენ პოლიტიკის გაჯანსაღების და ოპოზიციის გაჯანსაღების აუცილებლობაზე, ამაზე ვსაუბრობთ ზუსტად, რომ საჭიროა მეტი კრიტიკა, მეტი ოპონირება. საბოლოო ჯამში, ეს ავითარებს სახელმწიფოს და ამის ნაკლებობას განიცდის დღეს პოლიტიკური სპექტრი.

ჩვენ მაქსიმალურად უნდა ჩავრთოთ ასეთ დისკუსიებში საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტი, სხვადასხვა დაინტერესებული წრეები, იქნება ეს, მაგალითად, ჯანდაცვის პოლიტიკა, განათლების პოლიტიკა, ნებისმიერი მიმართულება. არიან ძალიან კვალიფიციური ექსპერტები საზოგადოების წარმომადგენლები, რომელთა აზრი არის მოსასმენი, რიგითი მოქალაქეების აზრი არის მოსასმენი, ნებისმიერ ამ მიმართულებასთან დაკავშირებით. უნდა გაიშალოს აუცილებლად ასეთი დისკუსიის არეალი და ამას უნდა დაეთმოს, ვფიქრობ, მომდევნო ერთი წელი საპარლამენტო არჩევნებამდე და იმის შემდეგაც მუდმივად ასეთ რეჟიმში უნდა წარიმართოს პოლიტიკის დაგეგმვის პროცესი ჩვენს ქვეყანაში.

როცა ხარვეზებზე ვსაუბრობთ, ესეც თვითკრიტიკაა. გვაქვს ხარვეზები, იგივე, საზოგადოებასთან კომუნიკაციის კუთხით და კონკრეტული მიმართულებებით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შესაძლებელია პოლიტიკის არსებითად დახვეწა და ეს უნდა გახდეს მთავარი ზრუნვის საგანი. მუდმივად აქცენტი არ უნდა გვქონდეს გადატანილი ამ ვიწრო პოლიტიკურ პაექრობაზე, კინკლაობაზე, რითიც არის, ალბათ, დაღლილი საზოგადოება. მთავარი საზოგადოებისთვის არის ქვეყნის განვითარება და ამაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930