გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ზოგიერთ რაიონში ხვალ ელექტრომომარაგება შეიზღუდება

23-05-2019

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 24 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:


ნაძალადევის რაიონი
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების X, Xა, Xბ კვარტლების, თემქის დასახლების, რჩეულიშვილის, ანაპის, უცნობ გმირთა, გურამიშვილის, ხევძმარის, შეშელიძის, თემქის და ზღვისუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.


გლდანის რაიონი
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის "ა", I, II მიკრორაიონების, დავით სარაჯიშვილის გამზირის, ქერჩის, ზარზმის, ილორის, უწერის, გაგრის, ანდრონიკაშვილის, ულიანოვის, ლორთქიფანიძის, ჭრებალოს, ბარისახოს, ვეკუას, ვასაძის, ხიზანიშვილის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.


გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაჰესის დასახლების, ზაჰესის, მანაგაძის, სკოლის და ბიჭვინთის ქუჩების მაცხოვრებლებს.


ჩუღურეთის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, გორის, თევდორე მღვდლის, ივანე ჯავახიშვილის, მარჯანიშვილის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის და ჩიტაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.


საბურთალოს რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსებიძის, შარტავას და კალანდაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I კვატლის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის, ძოწენიძის, ჩხიკვაძის და შატილის ქუჩების მაცხოვრებლებს.


სამგორის რაიონი
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ენუქის და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლებს.


გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.


დიდუბის რაიონი
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 15 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგრატიონის, ზუგდიდის და სოხუმის ქუჩების მაცხოვრებლებს.


ისნის რაიონი
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, პაატა ჯანელიძის, ბოგდან ხმელნიცკის, გეთიას და არსენ იყალთოელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031