გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: თუ ვინმემ საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესი შეაფერხა, ეს სააკაშვილია

23-05-2019

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ჩეთემ ჰაუსის "უმძიმეს დასკვნას" სოციალური ქსელით ეხმაურება.

"რ 2"-ის მორიგი ფეიქი, საქართველოს მიმართ "უმძიმეს დასკვნაზე"... სინამდვილეში, ჩეთემ ჰაუსის მკვლევარ ვინმე კრისტინა გერასიმოვას კვლევა ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინას და მოლდოვასაც.

მკვლევარს აშკარად უჭირს ფართოდ დახუჭული თვალების ფართოდ გახელა. ემოციურად მოსწონს ეტყობა სააკაშვილი და არ უნდა დაინახოს ის, რაც მისი მმართველობისას საქართველოში ხდებოდა და რასაც Chatham House წესით უნდა აკრიტიკებდეს. 

მოკლედ, არაფერი ახალი ამ კვლევაში არ არის და ყველა ვინც მეტნაკლებად ერკვევა საკითხში, იცის, რომ ამ სამ ქვეყანაში რიგი მიზეზების გამო ვერ იქნება ამ ეტაპზე კონსოლიდირებული დასავლური დემოკრატია და თუკი ვინმემ შეაფერხა ეს პროცესი ჩვენთან, სწორედ სააკაშვილმა. ამისთვის საკმარისია ნახოთ ჩვენი დემოკრატიის ინდექსები 2004-2012 წლებში"-წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031