გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობა გვენეტაძე: ლარის გაუფასურების ფაქტორებად შეიძლება დასახელდეს არსებული მოლოდინები და რეგიონში მიმდინარე მოვლენები

24-05-2019

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარს აკეთებს.


გვენეტაძის განმარტებით, ფასების ზრდის კუთხით გაცვლითი კურსი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა არა - მთავარი
„ინფლაციაზე გავლენას ახდენს ერთობლივი მოთხოვნა.


გთხოვთ, გადახედოთ 2007-2008 წლის სტატისტიკას, როდესაც საქართველოში გაცვლითი კურსი იყო ყველაზე სტაბილური, თუმცა ინფლაცია - ძალიან მაღალი“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.


მისივე თქმით, ეროვნულ ბანკს აქვს კონკრეტული ბერკეტები, რომ ამ მიმართულებით ფასების ზრდა არ დაუშვას.


„მნიშვნელოვანია მიზეზი, თუ რატომ და რა მიმართულებით ქმნის გაცვლითი კურსი პრობლემას - ესაა დოლარიზაცია. მოგეხსენებათ, საქართველოს ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის მიერ ღიად გაცხადებული პოლიტიკა დედოლარიზაციაა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.


ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, გაცვლითი კურსის მოქნილობა ძალიან მნიშვნელოვანია.


„ლარის გაუფასურების ფაქტორებად შეიძლება დასახელდეს არსებული მოლოდინები და რეგიონში მიმდინარე მოვლენები“, - განმარტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031