გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის შეხვდა

24-05-2019

სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველსა და საგარეო საქმეთა მინისტრს - ვან ის შეხვდა.


საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონში არსებული ვითარებისა და რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების შესახებ ისაუბრა. თავის მხრივ, შეხვედრისას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთის საერთაშორისო გამოწვევებს, აშშ-თან და რუსეთთან ურთიერთობებს შეეხო.


ხაზი გაესვა საქართველოს გეოპოლიტიკურ როლსა და აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს პარტნიორია და მნიშვნელოვნად აფასებს საქართველოს როლს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ჰაბის თვალსაზრისით. საუბარი შეეხო ასევე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და საქართველოს საინვესტიციო გარემოს.


მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესახებ ისაუბრეს და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა, ყველა მოლაპარაკებაზე, მათ შორის ორმხრივ დ ა მრავალმხრივ ფორმატებში, საქართველოს პარტნიორებმა უნდა მოუწოდონ რუსეთს, შეასრულოს საქართველოს მიმართ ნაკისრი ვალდებულები. ასევე, უნდა ისარგებლონ ყველა დონის შეხვედრებით, იმისათვის რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსჯელობა გაიმართოს მაღალ პოლიტიკურ დონეზე.


ასევე, საქართველოს პარტნიორებმა, მუდმივად უნდა შეახსენონ რუსეთს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია. შეხვედრისას განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიმართულება; საქართველოს პრეზიდენტმა დაინტერესება გამოთქვა ჩინეთსა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას შორის თანამშრომლობის ფორმატში „16+1“ მონაწილეობით - დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსის მიღებით და მიიჩნევს, რომ ფორმატში მონაწილეობა კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის განვითარებაზე „სარტყელისა და გზის“ გლობალური ინიციატივის ფარგლებში. საქართველოს პრეზიდენტმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტად მოიწვია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031