გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში ელექტრომობილების წარმოება 2 წელიწადში დაიწყება

27-05-2019

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს ხელი მოეწერება მემორანდუმებს, რომლებიც საქართველოში, ქალაქ ქუთაისში ელექტრომობილების წარმოების დაწყებას შეეხება. 

მემორანდუმებს ხელს აწერენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი დუგლაძე, ქართულ კომპანია „აი გრუფს“ და ჩინურ კომპანია „ჩანგანს“ შორის. 

მხარეებს შორის ხელმოწერების შემდეგ იგეგმება მინისტრის კომენტარი მედიასთან
პროექტის თანახმად, კომპანია „აი გრუპი" ქუთაისში 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე 24 თვის ვადაში ელექტრომობილების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. ქარხანაში დაახლოებით 300 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება და საწარმოს ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში არანაკლებ 5000 ელექტრომობილი დამზადდება. 

მნიშვნელოვანია, რომ საწარმოს მშენებლობა მთავრობის ხელშეწყობით მოხდება და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეგიონში ელექტრომობილების წარმოება დაიწყება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930