27-05-2019
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობისდღის აღსანიშნავად, კორკოვადოს მთაზე მდებარე ქრისტეს ცნობილი ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებში განათდა .
„ქრისტეს ქანდაკება“ ბრაზილიის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოს 7 ახალ საოცრებათა შორის ერთ-ერთია. გამომდინარე აქედან, მონუმენტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთდროულად მილიონობით ადამიანის ხედვის არეალშია.
"შესაბამისად, ქანდაკების განათება საქართველოს დროშის ფერებში ქვეყნის ცნობადობას მნიშვნელოვნად გაზრდის"-აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.