გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კრწანისის რაიონის ყოფილი გამგებლის მოადგილეს დიდი ოდენობით სხვისი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

8-02-2018


 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით სხვისი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ბრალდებული, . თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის რაიონის ყოფილი გამგებლის მოადგილე .. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180- მუხლის მესამე ნაწილისქვეპუნქტით.

 

აღნიშნულზე მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

 

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ..-, რომელსაც 2015 წლის 29 ოქტომბრიდან  . თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილის თანამდებობა ეკავა, დაინტერესებულ პირს დაპირდა მისთვის ხელსაყრელი პირობებით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანას და შეძენის შემდგომ სასტუმროს მშენებლობის ნებართვის მიღებაში დახმარებას, სანაცვლოდ კი  50 000 აშშ დოლარის გადაცემა მოსთხოვა.

 

სამართალდამცველებმა .. 2015 წლის 16 დეკემბერს, მოთხოვნილი 50 000 დოლარის მიღებისთანავე დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338- მუხლის მესამე ნაწილისქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ქრთამის აღება) წარედგინა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ  .-სთვის წარდგენილი ბრალდება გადააკვალიფიცირა, იგი დამნაშავედ სცნო დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად  თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით განუსაზღვრა-ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930