გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართება

11-02-2019

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სტრუქტურულ ერთეულებთან მორიგი ყოველკვირეული თათბირი გაიმართა, რომელსაც მინისტრი, მურმან ფარფალია უძღვებოდა.


თათბირზე მინისტრმა დამსწრეთ 2019 წლის 8 თებერვალს აფხაზეთის ა/რ მთავრობის სხდომაზე განხილული საკითხები გააცნო. მურმან ფარფალიამ დეპარტამენტების, სამმართველოებისა და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსებს დაავალა მოამზადონ მასალები აფხაზეთის ა/რ მთავრობის მორიგი გასვლითი სხდომისათვის, რომელიც 2019 წლის 13 თებერვალს 12 საათზე აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაიმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930