25-03-2019
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა მორიგი თათბირი სტრუქტურულ ერთეულებთან. თათბირს უძღვებოდა მინისტრი – მურმან ფარფალია.
მან ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მიმდინარე წლის 13 თებერვალს გამართული აფხაზეთის ა/რ მთავრობის გასვლითი სხდომის #4 ოქმის ამონაწერის შესაბამისად შესასრულებელ დავალებებზე.
მინისტრმა ისაუბრა აფხაზეთის ა/რ 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილების განხორციელების აუცილებლობაზე, აფხაზეთის ა/რ მთავრობის მიერ დაფუძნებული (რომლის 100%–იან წილსაც მართავს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო) კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის ჩატარებაზე და სხვა მიმდინარე საკითხებზე.
13-01-2025