20-05-2019
აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ დღეს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა.
აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პოსტზე დაინიშნა ივანე დოლიძე. მან მადლობა გადაიხადა ნდობისთვის და გამოთქვა იმედი, რომ სამინისტროს კოლექტივთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის გზით მიაღწევენ წარმატებებს.