გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით სიონში წირვა–ლოცვა ჩატარდა

23-05-2019

სიონის საკათედრო ტაძარაში სვიმონ კანანელის (იესო ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგან ერთ–ერთი) ხსენების დღესთან დაკავშირებული წირვა–ლოცვა ჩატარდა.


23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე – საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ს ლოცვა–კურთხევით აფხაზეთის დღედ დადგინდა 2014 წელს. აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეული აფხაზეთის ა/რ მთავრობის ორგანიზებით ა/წლის 17 მაისს სოფელ რუხის სავაჭრო ტერიტორიაზე ღონისძიებით – ,,მე ვარ აფხაზეთი’’ გაიხსნა. ღონისძიების მხარდამჭერი იყვნენ: სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო–სამრეწველო პალატა და სხვა. ზემოაღნიშნული კვირეული 23 მაისს აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტით დასრულდა.ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ აფხაზეთის დღე ანუ ,,აფხაზეთობა’’ მიულოცეს და აფხაზებთან შერიგების, ქართულ–აფხაზური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მთავრობის წევრები, ადგილობრივი და დევნილი საზოგადოება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031