გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსთავის მე-16-ე სკოლაში საკვები ობიექტი და სასმელი წყალი შეამოწმეს

8-02-2018


რუსთავის მე-16-ე სკოლის დირექტორის, ირინა მილქაძე-გელაშვილის განცხადებით, ბავშვების შეუძლოს გახდომის ტაობაზე მოკვლევა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, უკვე გამოკვლეულია როგორც საკვები ობიექტი, ასევე შემოწმდა წყალიც.

„მიზანშეწონილად ჩავთვალეთ სასწრაფო დახმარების გამოძახება, გამოვიძახეთ ჯგუფი, რომლებმაც გადაწყვიტეს რომ საგანგაშო სიტუაცია არ იყო. არ იყო აუცილებელი ბავშვების სტაციონარში გადაყვანა. მშობლებთან ერთაა მოხდა მოსწავლეების პირველადი დათვალიერება, მათი დიაგნოსტირება. ურჩიეს, რომ რაც შეიძლება მეტი სითხეები მიიღონ და სახლში გავუშვით.

კვლევა ჩატარდა, პასუხი გვექნება, გამოიკვლიეს როგორც საკვები ობიექტი, ასევე წყლის მომარაგება“- განაცხადა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსთავის მე-16-ე სკოლის 10-მდე მოსაწვლე ერთდროულად შეუძლოდა გახდა. ყველა მათგანს მუცლის ტკივილი აღენიშნებოდა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930