გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ეს შენი წარსულია
სენსაციური აღმოჩენა: რუსეთში საქართველოს სამეფო ოჯახის სამარხები იპოვეს

29-05-2019

პეტერბურგში მდებარე კეთილმორწმუნე ფიოდორ ნოვგოროდელის სახელობის ეკლესიის რესტავრაციისას ქართული სამეფო ოჯახის წარმომადგენელთა 26 სამარხი აღმოაჩინეს, წერს რუსული მედია.


გავრცელებული ინფორმაციით, სულ ნაპოვნია 31 სამარხი, რომელთა შორის ასევე არის 1861 წლის გლეხური რეფორმის ერთ-ერთი ავტორის, გრაფ იაკობ როსტოვცევის სარკოფაგიც.


როგორც რუსული პრესა წერს, ფიოდორ ნოვგოროდელის ეკლესია ტურისტული მარშრუტებიდან მოშორებით მდებარეობს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოები უკვე მეათე წელია, გრძელდება.


საბჭოთა ეპოქაში აღნიშნულ ეკლესიაში სხვადასხვა დროს განთავსებული იყო ჯერ აეროკლუბი, შემდეგ ფიზკულტურული საზოგადოება „სპარტაკი“ და ბოლოს სისხლის გადასხმის სადგური. შესაბამისად, ტერიტორიაზე არაერთი მიშენება გაჩნდა.


სწორედ ამ მიშენების დემონტაჟისას, ცემენტის სქელი ფენის ქვეშ აღმოაჩინეს საქართველოს უკანასკნელ მეფეთა და დიდებულთა საფლავები - ლამის მტელი ნეკროპოლი.


ალექსეი ოდინცოვის თქმით, რომელიც ალექსანდრე ნეველის ლავრაში (რომლის შემადგენლობაშიც შედის ფიოდორ ნოვგოროდელის ეკლესია) რესტავრაციისა და არქიტექტურულ-მხატვრული შემკულობის საქმეებს ხელმძღვანელობს, სამარხები დაკონსერვდება და ზემოდან დაჯავშნული მინით დაიხურება.





Sputnik-georgia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930