გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ანაკლიის პროექტს არანაირი საფრთხე არ შეექმნება - ეს მთავრობისა და ხელისუფლების გაცხადებული პოზიციაა

30-05-2019

ფოთის პორტთან დაკავშირებით საუბარია სამშენებლო პირობების დაზუსტების ნებართვაზე, დარწმუნებული ვარ, დეტალურად გამოიკვლევენ, სხვა პერიპეტიები პოლიტიკური სპეკულაციაა - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას მიერ ფოთის პორტთან დაკავშირებით თანამდებობიდან გათავისუფლებულ ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელსა და მის მიერ გაცემული დოკუმენტის გაუქმების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ანაკლიის პროექტს არანაირი საფრთხე არ შეექმნება.

"იმ შემთხვევაში, თუ არ ვიტყვით, რაზეა საუბარი, საზოგადოებას აუცილებლად შეცდომაში შევიყვანთ და ოპონენტებიც ამას უკვე კარგად იყენებენ. საუბარია სამშენებლო პირობების დაზუსტების ნებართვაზე. შესაბამისად, მშენებლობის არანაირ ნებართვაზე ან მით უმეტეს, გარემოს დაცვის ნებართვასა და ქონების მართვის ნებართვაზე საუბარი არ არის. მაგ შემთხვევაში, ყველა საქმის კურსში უნდა ყოფილიყო, მაგრამ რადგან სამშენებლო პირობების დაზუსტების ნებართვაზეა საუბარი, ამიტომ ჩვენც მოვიკითხეთ, ასე გვეუბნებიან და საჯაროდაც ხმოვანდება ეს ინფორმაცია, რომ ნებართვა ერთ-ერთი სააგენტოს ხელმძღვანელმა გასცა და დღეს ამაზე რეაგირება ის არის, რომ სამსახურიდანაა გათავისუფლებული. დარწმუნებული ვარ, ამას კიდევ უფრო დეტალურად გამოიკვლევენ, თუ არადა ამას ჩვენ მოვითხოვთ. აგრეთვე ეს დოკუმენტიც დღეს გაუქმდება. სხვა პერიპეტიები პოლიტიკური სპეკულაციაა. ანაკლიის პროექტს არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ეს მთავრობისა და ხელისუფლების გაცხადებული პოზიციაა. პოლიტიკურ სპეკულაციებს ჯობია, სხვადასხვა მხარემ, რომელსაც ნაკისრი ვალდებულებები აქვს, შეასრულოს, რათა ეს პროექტი საბოლოო ჯამში წარმატებით დასრულდეს" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930