გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახეთში 5 მეგავატიანი მზის ელექტროსადგური აშენდება

30-05-2019

"განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაში კახეთს შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა თქვას. პირველად სწორედ აქ ჩაეყრება საფუძველი შედარებით ახალ სფეროს - ეს არის მზის ენერგეტიკა. საგარეჯოს რაიონში, უდაბნოში ჩვენ პირველად ვავითარებთ ხუთმეგავატიან მზის სადგურს და ეს პროექტი ძალიან მალე გახდება ოპერატიული" - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კახეთის საინვესტიციო ფორუმზე.

როგორც ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტრო, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად მუშაობს, რომ უახლოეს პერიოდში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით გამოცხადდეს ტენდერი 30-დან 50-მეგავატზე ახალ, მზის ელექტროსადგურის მშენებლობასა და ოპერირებაზე სწორედ კახეთის რეგიონში.

"მზის ელექტროგენერაციის თვალსაზრისით კახეთი მართლაც გამორჩეულია თავისი ბუნებრივი პირობებით, რადგან მზის ენერგიასთან ერთად აქ არსებობს თავისუფალი მიწის ფართობები და ჩვენი პროექტი გვიჩვენებს, რომ კახეთი ზუსტად არის მორგებული ამ სფეროს" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავამ ასევე ყურადღება გაამახვილა ზოგადად იმ მასშტაბურ რეფორმებზე, რომლებიც ენერგეტიკის სფეროში ხორციელდება. მისი თქმით, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულებები ევროპელი პარტნიორების წინაშე ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ამასთან, 2017 წლიდან საქართველო ენერგეტიკული თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრია, რაც ნიშნავს როგორც პასუხისმგებლობას, ასევე შესაძლებლობებს, რომ ევროპული ტიპის მწვანე ენერგეტიკის საფუძველზე რამდენიმე წელიწადში ევროპული ტიპის მწვანე ეკონომიკად გარდავიქმნათ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30