გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტმა პროკურატურის ოთხი თანამშრომელი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

30-05-2019

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში პროკურორებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი განსაკუთრებულად მიესალმა „ევროჯასტის“ პრეზიდენტ ლადისლავ ჰამრანის, რომელიც საქართველოს სპეციალურად ამ დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის ეწვია.

საქართველოს პრეზიდენტმა პროკურატურის თანამშრომლებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში პროკურორების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროკურორების საქმიანობაში აუცილებელია პროფესიონალიზმი, მიუკერძოებლობა და, რაც ყველაზე მთავარია - სინდისი.

პრეზიდენტმა პროკურორების პროფესიულ დღესთან დაკავშირებით პროკურატურის ოთხი თანამშრომელი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობისა და კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის პრეზიდენტმა დღეს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა: საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსს, ნინო აღლემაშვილს, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიები ნაწილის უფროსის მოადგილეს, რევაზ ბაღაშვილს, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეს გიორგი გოგაძეს, ოზურგეთის რაიონულ პროკურორს, ფრიდონ ქარცივაძეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ: პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, პარლამენტის ვიცე სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-პრემიერები - გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031