გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ისრაელის ელჩი: ჩვენ ღიად ვაფასებთ ურთიერთობას, რომელიც საქართველოსთან გვაქვს როგორც სახელმწიფოებრივ, ასევე ადამიანებთან ურთიერთობის დონეზე

31-05-2019

ისრაელის დამოუკიდებლობის 71-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისრაელის ელჩმა საქართველოში, შაბათაი ცურმა დამსწრე საზოგადოებას მიმართა და ორ ქვეყანას შორის არსებულ ხანგრძლივ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება.


"გილოცავთ ისრაელის დამოუკიდებლობის დღეს.


ისრაელის მიწა აღთქმული მიწაა ებრაელებისთვის. უძველესი წინასწარმეტყველებები ახლა სრულდება. ისრაელის ხალხმა თავი მოიყარა აღთქმულ მიწაზე, ააშენა სიონი, ააყვავა უკვდავი დედაქალაქი იერუსალიმი. ჩვენ საუკუნოვანი ოცნების ასრულების მომსწრენი ვართ და ამას საერთაშორისო თანამდგომის გარეშე ვერ მოვახერხებდით. ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას, გაფასებთ თქვენ", - განაცხადა ისრაელის ელჩმა საზეიმო მიღებაზე.


შაბათაი ცურის თქმით, ისინი იცავენ ადამიანის უფლებებს, იქნება ეს იუდეველი, ქრისტიანი, მუსლიმანი თუ სხვა აღმსარებლობის მიმდევარი.

"სხვაგავარდ ვერც იქნებოდა. ჩვენ ხომ საერთო მომავალი გვაქვს.


71 წლის წინ ცოტას თუ სჯეროდა, რომ ახლადშექმნილი ქვეყანა გადარჩებოდა. დღეს დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა გვაქვს და საკუთარ ბედის განკარგვა თავად შეგვიძლია.


ისარელმა 71 წლის განმავლობაში უნიკალური, ურთულესი გზა გამოიარა და განვითარების უპრეცედენტო მაგალითი შექმნა", - აღნიშნა ელჩმა.

მისივე თქმით, დღეს ისრაელის ტერორისტებისა და ბარბაროსების სამიზნეა და სწორედ ამიტომ ერთად უნდა ვიდგეთ მის დასაცავად.


"დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყანა ამ გამოწვევებს წარმატებით გადალახავს და ახლო აღმოსავლეთში ნანატრი მშვიდობა დაისადგურებს.


კაცობრიობის ისტორიაში 71 წელიწადი თვალის ერთი დახამხამებაა, მაგრამ გასულ ათწლეულებში თითოეულმა წარმატებამ გარანტია მისცა იმას, რომ მომავალში უფრო დიდ გამარჯვებებს გააგრძელებს ისრაელი და განაგრძობს თავისი ქვეყნისა და დემოკრატიისათვის ბრძოლას ახლო აღმოსავლეთში.


71 წლის განმავლობაში ჩვენი მოსახლეობა ათჯერ, ეკონომიკა კი ასჯერ გაიზარდა. გარემოს მსოფლიო ბედნიერების ინდექსის ნუსხაში ისრაელი მე-13 ადგილს იკავებს და ამ მაჩვენებლით ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, გერმანია, აშშ.


ისრაელს არასდროს ავიწყდება ის, რასაც მივაღწიეთ და ამიტომ ნება მიბოძეთ, დიდი პატივისცემით გავიხსენო პირები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წარმატებისა და მშვიდობისათვის დაეცნენ და დღესაც განაგრძობენ შეუპოვარ ბრძოლას.


მინდა აღვნიშნო საქწართველოსა და ისრაელს შორის არსებული მყარი პარტნიორობა, რომელიც ებრაელი და ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას ემყარება.


ისრაელის სახელით კიდევ ერთხელ ვაცხადებ იმას, რაც არაერთხელ თქმულა, ჩვენ ღიად ვაფასებთ ურთიერთობას, რომელიც საქართველოსთან გვაქვს, როგორც სახელმწიფოებრივ, ასევე ადამიანებთან ურთიერთობის დონეზე", - აღნიშნა შაბათაი ცურმა.


მისივე განმარტებით, ისრაელისა და საქართველოს მეგობრობა მყარ პარტნიორობად ჩამოყალიბდა.


"საგრძნობლად გაიზარდა ტურიზმის მაჩვენებლები ორივე ქვეყანაში. თბილისიდან თელავივის მიმართულებით ყოველდღიურად 6 ფრენა ხორციელდება, ბათუმიდან კი - 4.


იზრდება ისრაელიდან საქართველოში ჩასული ტურისტების რიცხვიც.


2017 წელს საქართველოში ისრაელიდან ჩამოსული ტურისტების რიცხვი 115 000 - ს შეადგენდა, 2018 წელს - 157 000 - ს.


მე მწამს, რომ 2019 წელს ეს ციფრი 200 000-საც გადააჭარბებს.



უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკურ კავშირებსა და ინვესტიციების მოზიდვას. გამუდმებით ხორციელდება მაღალი რანგის ვიზიტები ორივე ქვეყანაში, რაც ამყარებს თანამშრომლობას.


დაე, მუდმივად იფრიალოს საქართველოსა და ისრაელის დროშებმა", - განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930