გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაჰესისა და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე გეგმური სამუშაოები განხორციელდება

31-05-2019

1 ივნისიდან 3 ივნისის ჩათვლით სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“ ზაჰესისა და ორთაჭალჰესის
წყალსაცავებზე გეგმურ სამუშაოებს განახორციელებს.


სამუშაოების დროს გაირეცხება ორივე ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავები, რაც დაგროვილი ნაგვის გაწმენდა-გატანას ისახავს მიზნად.


გარეცხვითი სამუშაოები კანონმდებლობით დადგენილი გარემოსდაცვითი ნორმებისა და უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით ჩატარდება.


სამუშაოები შეთანხმებულია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან.


წყალსაცავების გარეცხვითი სამუშაოები 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება, რაც აღნიშნულ პერიოდში ზაჰესისა და ორთაჭალჰესის გაჩერებას გამოიწვევს.


ამასთანავე, ორთაჭალჰესის წყალსაცავის გარეცხვა ზაჰესის წყალსაცავის გარეცხვის პარალელურად განხორციელდება.


შედეგად, თბილისსა და მცხეთაში მდინარე მტკვარის კალაპოტში წყლის დონე დაიწევს და ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება.


სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“ კომპანიის საკუთრებაში არსებული ჰესების წყალსაცავების გაწმენდით სამუშაოებს ყოველწლიურად ატარებს, რაც ჰიდროელექტროსადგურების ეფექტიან მუშაობას უწყობს ხელს.



https://pia.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031