გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი: მსოფლიოს არცერთ წარმატებულ ქვეყანას ღირსეული პენსიისთვის არ აქვს მიღწეული საპენსიო ფონდების გარეშე

31-05-2019

"ჩვენ გვსურს, შევქმნათ ღირსეული საპენსიო სისტემა ჩვენი მოქალაქეებისთვის. მსოფლიოს არც ერთ წარმატებულ ქვეყანას ღირსეული პენსიისთვის არ აქვს მიღწეული საპენსიო ფონდების გარეშე" , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.


„ეს არის ჭეშმარიტება, ეს არის ეკონომიკური კანონზომიერება. ასე რომ, აქსიომებზე დავას აზრი არ აქვს. ამაზე ტყულად დავკარგავთ დროს. უნდა ვისაუბროთ მის შინაარსობრივ ასპექტზე. ყველა ქვეყანამ, ვინც წარმატებას მიაღწია, არის წარმატებული ჯანსაღი საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა, ყველას აქვს დაწყებული მსგავსი რეფორმა. ჩვენ ახალი ველოსიპედი არ გამოგვიგონია, ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რომ მოქალაქეები უზრუნველყოფილი იყვნენ ღირსეული პენსიით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


მისივე თქმით, კითხვების ავტორებს 15 წლის წინ რომ ჰქონოდათ მსგავსი ხედვა, გამბედაობა და დაწყებულიყო რეფორმა, დღეს პენსია იქნებოდა ორჯერ მეტი და არ იქნებოდა ისეთი მწვავე საკითხები.


„ამავე დროს, ვერ იქნებოდა პოპულისტური განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ წინასაარჩევნოდ. ვიღაცები ორჯერ აპირებდნენ პენსიის გაზრდას, მთელი ბიუჯეტი რომ არ ეყოფოდა, ისე. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ მინდა, ავიღო სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ საქართველოში ეს პრობლემა იქნება მოგვარებული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


მამუკა ბახტაძეს დღეს ინტერპელაციის წესით უსმენენ. ერთ-ერთი კითხვა, რომლითაც „ევროპულმა საქართველომ“ მიმართა პრემიერ-მინისტრს, სწორედ საპენსიო რეფორმას ეხებოდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930