გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ჩვენ 600 ათასზე მეტი ადამიანისთვის დაგვჭირდა უმნიშვნელოვანესი პროგრამის გაკეთება - ვალების განულება

31-05-2019

"ჩვენ 600 ათასზე მეტი ადამიანისთვის დაგვჭირდა უმნიშვნელოვანესი პროგრამის გაკეთება - ვალების განულება, იმიტომ, რომ აქამდე მიგვიყვანა თქვენს წარმოებულმა პოლიტიკამ და ჩვენ ამას აღარ დავუშვებთ", - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით დეპუტატ ოთარ კახიძის მიერ დასმულ კითხვას.


პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა განაგრძობს მუშაობას, რათა პროცენტები კიდევ უფრო შემცირდეს, სესხები გაიცემოდეს ლარში, რათა საზოგადოება დაზღვეული იყოს სავალუტო კურსის ცვალებადობით გამოწვეული რისკებისგან და სესხები იყოს ხელმისაწვდომი.


“ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ, იმის მიუხედავად, როგორი ინტერპრეტაციაც არ უნდა მისცეთ თქვენ ამას. ძალიან ბევრი ეკონომიკური გამოწვევა გვაქვს და დღეს მქონდა მოლოდინი, რომ ძალიან კონკრეტულ საკითხებზე ვისაუბრებდით, იქნებოდა მწვავე, მაგრამ შინაარსობრივი კითხვები იქნებოდა. ამის მაგივრად კიდევ დაბრუნდით “თიბისის” საქმეზე”, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ოპონენტებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930