გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, აგვისტო 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილმა იმპიჩმენტის მარში დააანონსა

9-02-2018

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იმპიჩმენტის მარში დააანონსა, რომელიც მისი თქმით, 18 თებერვალს გაიმართება. 
როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მას და მის თანაგუნდელებს კონკრეტული პროგრამა აქვთ, რომლითაც უახლოეს წლებში უკრაინაში ვითარების შეცვლაა შესაძლებელი.

„უკრაინის ხელისუფლებაში დამნაშავეების ჯგუფი დგას, რომელსაც არ შეუძლია არ მოიპაროს და ტყუილი არ თქვას. ლუცენკო იმეორებს, რომ სატელეფონო ჩანაწერში, რომელიც ჩემ წინააღმდეგ ბრალდების მხარეს მტკიცებულებად აქვს წარმოდგენილი, სააკაშვილისა და კურჩენკოს ხმები ისმისო. ის არ ამბობს, რომ ეს მათი საუბარია, რადგან პროკურატურამ ჩანაწერის ექსპერტიზა სპეციალურად არ ჩაატარა. ხელისუფლება მსგავს თამაშებს მანამდე გააგრძელებს, სანამ ამის საშუალებას მივცემთ. ჩვენ გვეუბნებიან, დაველოდოთ მორიგ არჩვენებს, რომელიც დაახლოებით, წელიწადნახევარში გაიმართება. უკრაინას არ აქვს დასაკარგი დრო. ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროგრამა, რომლის მიხედვითაც, უახლოეს წლებში უკრაინაში ვითარების შეცვლა არის შესაძლებელი. 18 თებერვალს, იმპიჩმენტის მარშის შემდეგ, ჩვენ მივაწოდებთ მოსახლეობას ინფორმაციას ჩვენი გეგმების შესახებ“ - აღნიშნა სააკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031