გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ჩვენ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა გვჭირდება იმისთვის, რომ სანქციები რეალურ ცხოვრებაში გავატაროთ

31-05-2019

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ ადამიანების გულის მოსაფხანად დამატება შედეგს არ მოიტანს, ჩვენ ეს სია კონკრეტული შედეგისთვის გვჭირდება, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დეპუტატ სერგი კაპანაძის კითხვას “ოთხოზორია-ტატუნაშვილის” სიაში რუსეთის მოქალაქეების შეყვანასთან დაკავშირებით.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ იმ ადამიანების ბრალეულობის სტანდარტი, რომლებიც სიაში შევლენ, ძალიან მაღალი უნდა იყოს, რათა საერთაშორისო თანამეგობრობას აღნიშნული სანქციების რეალურ ცხოვრებაში გატარების საშუალება ჰქონდეს.


„პარლამენტში, მათ შორის თქვენი მონაწილეობით მხარდაჭერილი რეზოლუცია გულისხმობს, რომ ამ სიაში ჩვენ შეგვიძლია შევიყვანოთ ადამიანები, რომლებიც არიან ან უკვე ბრალდებული, ან მსჯავრდებული. თუ ადამიანი მსჯავრდებული ან ბრალდებულია, რა მნიშვნელობა აქვს, ვისი მოქალაქეა. თუ მას აქვს სასტიკი დანაშაული ჩადენილი ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ის უნდა იყოს შესული ამ სიაში. ასეა? ასე, რომ მოქალაქეობას თავი დავანებოთ. ყველა ქვეყნის მოქალაქე, ვისაც ეს აქვს გაკეთებული, უნდა შევიდეს ამ სიაში.


რატომ, რისთვის გვინდა, სიაში ადამიანების შეყვანა? რომ გული მოვიფხანოთ პოლიტიკურად და რეალურად მერე იმპლემენტაციის საშუალება არ მივცეთ ჩვენს მეგობრებს?! ჩვენ ხომ საერთაშორისო პარტნიორები მხარდაჭერა გვჭირდება იმისთვის, რომ მოხდეს სანქციების რეალურ ცხოვრებაში გატარება. შესაბამისი ორგანოები მუშაობდნენ და დღესაც მუშაობენ. არის ლეგიტიმური მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში, მათ შორის იმ ეპიზოდზე, რომელიც თქვენ დაასახელეთ, მოხდეს ამ სიის გაფართოება.


იქნება მაღალი სტანდარტი, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს მეგობრებს, გაატარონ ეს სანქციები რეალურ ცხოვრებაში. სხვანაირად, თუ გულის მოფხანა გვინდა, რომ სიაში უბრალოდ ჩავწეროთ ადამიანები და მერე არაფერი მოხდეს, ეს საქმეს არ მოიტანს. ჩვენ ეს სია გვინდა კონკრეტული შედეგისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930