გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სერგეენკო: შეცდომები, სამწუხაროდ, ყველგან შეიძლება იქნას დაშვებული, სახელმწიფო უწყებებშიც, კერძო უწყებებშიც და პიროვნულად ადამიანების მხრიდანაც

2-06-2019

“სახელმწიფო უწყებამ დაუშვა შეცდომა, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ეს შეცდომა გამოსწორდა" , - განაცხადა „შაბათის ქრონიკასთან“ საუბარში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით.


„შეცდომები სამწუხაროდ ყველგან შეიძლება იქნას დაშვებული, სახელმწიფო უწყებებშიც, კერძო უწყებებშიც და პიროვნულად ადამიანების მხრიდანაც. ძალიან რთულად წარმომიდგენია, რაღაც სისტემა შეცდომის გარეშე მუშაობდეს. მე რასაც ვადევნებდი თვალყურს და რის საქმის კურსშიც ვარ ამ მოვლენებთან დაკავშირებით - აქ იყო უწყების შეცდომა, ეს შეცდომა გამოსწორდა.


პრობლემად აღქმული იქნა, რომ რატომ დაუშვეს შეცდომა. ეს, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ მთავარი არის ის, რომ უწყებამ ეს შეცდომა გამოასწორა, არ გაჯიუტებულა და არ დაუწყია ჯიქურ იმის გატანა, რომ ეს შეცდომა არ ყოფილა და ჯიუტად მიყოლა. ჩვენ ასეთი ჯიუტად მიყოლის სამწუხარო შემთხვევებიც გვახსოვს. კარგი იქნება, შეცდომა საერთოდ არ ხდებოდეს, მაგრამ როდესაც შეცდომა ხდება, ამოცანა არის ამ შეცდომის სწრაფად გამოსწორება, რაც დავინახეთ ამ შემთხვევაში”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.


რაც შეეხება იმას, თუ რომელი პორტი უნდა იყოს ნომინანტი, მინისტრის თქმით, ამასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განითარების მინისტრმა ამ დღეების განმავლობაში ძალიან ნათელი განმარტებები გააკეთა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031