გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლუბლიანას ქუჩაზე საპირისპიროდ მოძრავი ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

2-06-2019

თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე საპირისპიროდ მოძრავი ატომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ.


ძლიერი შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა.


გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ისინი ჯერაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.


კლინიკის ექიმის, ნათია მინდაძის თქმით, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში 64 წლის კაცი შეიყვანა. მას ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები. დაშავებულს მოტეხილობა არ აღენიშნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031