2-06-2019
მტკვრის დაცვის დღე კოალიცია "მტკვარ-არაქსის" ინიციატივით 1999 წელს დაარსდა.
მტკვრის დაცვის დღე 18 წელია აღინიშნება. მტკვარი საქართველოს უმთავრესი მდინარეა. მისი აუზი მოიცავს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთს, მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ საქართველოს, თითქმის მთელ აზერბაიჯანს, მთელ სომხეთს და ჩრდილო - დასავლეთ ირანს. მტკვრის აუზის საერთო ფართობი 188 000 კვადრატული კილომეტრია; მდინარის მთლიანი სიგრძე 1515 კილომეტრს შეადგენს.
საქართველოს ტერიტორიაზე მტკვრის სიგრძე 390 კილომეტრია. საქართველო წყლის რესურსების სიუხვით კი ევროპაში მე-3 ადგილზეა.
მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით გარემოს ეროვნულ სააგენტოში სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს. შეხვედრის ფარგლებში ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ინფორმაცია მიეღოთ, თუ როგორ მიმდინარეობს ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის ლაბორატორიული კვლები.