3-06-2019
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსის განცხადებით, მმართველ გუნდში გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებენ.
აღნიშნული განცხადებით ვოლსკი იმ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებში ცვლილებებია დაგეგმილი.
„მთავარი თემა ისაა, რა მესიჯს ვაძლევთ საზოგადოებას. არის თუ არა მმართველი გუნდი მონოლითური და დამოუკიდებელი თავის აჩევანში, თუ მათლაც, როგორც ავრცელებენ ინფორმაციას, ერთი კაცის იდეაზეა დამყარებული. ეს ასე არ არის. გადაწყვეტილების მიღება ხანდახან ზედმეტად დემოკრატიულადაც კი ხდება და ყველა ადამიანს, მათ შორის შალვა თადუმაძესაც აქვს თავისი პირადი გადაწყვეტილებების მიღების რესურსი“- განმარტა პარლამენტის თავჯდომარის მოადგილემ.
კითხვაზე, წარმოუდგენია თუ არა საკუთარი თავი პარლამენტის თავჯდომარედ, გია ვოლსკი პასუხობს, რომ ეს გამორიცხულია და ამ საკითხის განხილა არ მიმდინარეობს.
„გამოვიყენებ საბჭოთა გამონათქვამს და ვიტყვი, რომ კითხვა არის ინტრიგნული. გამორიცხულია! ამ თემაზე საკითხის განხილვა არ მიდის და ის თავმჯდომარე, რომელიც დღეს არის, მშვენივრად ასრულებს თავის მოვალეობას“- განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული, დაუდასტურებული ინფორმაციით სამთავრობო უწყებებში ცვლილებებია მოსალოდნელი. რის გამოც შესაძლოა გია ვოლსკიმ ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლოს.