გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ მეტრეველი: ყოფილ მთავრობას უმძიმესი დანაშაული ბევრი აქვს ჩადელინი

3-06-2019

ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი გიგა ბოკერიას იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ის თავისი გუნდის დიდ სირცხვილზე საუბრობს.


ნიკოლოზ მეტრეველი წერს, რომ ბოკერიას ამ განცხადებას შესწორება სჭირდება, რადგან მსგავსი უმძიმესი დანაშაული მათ სხვა უამრავი აქვთ ჩადენილი.


"სინდისი და პოლიტიკა"
„შალვა შავგულიძე არის ადამიანი, რომელიც წინა ხელისუფლების, ჩემი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ოპონენტი იყო იმ საქმეში, რომელიც იმ გუნდის ყველაზე დიდი სირცხვილია, რომელსაც მე წარმოვადგენდი. ყველაზე მძიმე პოლიტიკური დანაშაული და სირცხვილი“- აცხადებს გიგა ბოკერია. იშვიათი, მაგრამ იძულებითი აღიარებაა, რომელსაც შესწორება სჭირდება. მსგავსი უმძიმესი და სამარცხვინო დანაშაული ამ ბატონის ე.წ. გუნდს უამრავი აქვს ჩადენილი. უბრალოდ მათი სხვა მრავალი მსხვერპლისგან განსხვავებით, სანდროს დედა საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძოდა ამ უბინძურესი რეჟიმის წინააღმდეგ.
რაც შეეხება ბატონ ადვოკატ-დეპუტატობის კანდიდატ შალვა შავგულიძეს, 100%-იანი გარანტიით ვერც მთაწმინდაზე და ვერც საქართველოს ნებისმიერ საარჩევნო ოლქში ის უკვე სააკაშვილ-ბოკერიასთან, თუ სხვასთან ერთად, დეპუტატი ვერ გახდება.
ჩვენს საზოგადოებას ახსოვს და მუდამ ემახსოვრება: სანდრო გირგვლიანი, ირინა ენუქიძე, სულხან მოლაშვილი და ყველა ის ადამიანი რომლებიც ახლა უკვე სააკაშვილ-ბოკერია-შავგულიძის ე.წ. გუნდმა წამებით დახოცა.
ხელისუფლებას კი, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ: ყველა დამნაშავის დასჯის საქმე ბოლომდე მიიყვანოს“- წერს ნიკოლოზ მეტრეველი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930