გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ბატიაშვილი სან-ფრანცისკოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

3-06-2019


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აშშ-ში, სან-ფრანცისკოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.


ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ისეთ წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს, როგორებიც არიან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ხელმძღვანელი - მურათ სომნეზი, სტენფორდის უნივერსიტეტისა და აშშ-ს „სილიკონ ველის“ წარმომადგენლები.


მიხეილ ბატიაშვილი აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლებს განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროექტებს გააცნობს.


მათ შორის, საუბარი შეეხება „ახალი სკოლის“ მოდელს, უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებს, ტექნოლოგიური და ინოვაციური მიდგომების დანერგვას სწავლის პროცესში და ხარისხიანი განათლების როლს ქვეყნის ეკონომიკის გნავითარებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930