გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
12 წლის მოსწავლემ, 82 წლის მასწავლებელს გარყვნილ ქმედებაში ბრალი დასდო

3-06-2019

კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 82 წლის პედაგოგი გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული.


როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, 82 წლის პედაგოგი 12 წლის მოსწავლეს ხშირად უყვებოდა სხვადასხვა ინტიმური შინაარსის ისტორიებს და ფულს პირდებოდა.


მოსწავლემ დახმარებისთვის სკოლის დირექციას მიმართა.


არსებობს აუდიოჩანაწერი, სადაც პედაგოგის ქმედებაა დაფიქსირებული. ამ ჩანაწერს პოლიცია უკვე სწავლობს და ძიება გარყვნილი ქმედების მუხლით მიმდინარეობს.


ამ დროისთვის 82 წლის პედაგოგი სამუშაო საქმიანობას ჩამოშორებულია.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2019    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930