გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ავსტრიის ელჩი: შესაძლოა, პრობლემებზე საუბრისას არასწორი სიტყვები გამოვიყენე

3-06-2019

საქართველო ნამდვილად ევროპული ქვეყანაა და ჩვენ ყოველთვის გვსურს, ვიყოთ გულწრფელნი ჩვენს მეგობართან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ავსტრიის ელჩმა, არად ბენკომ მედიის გავრცელებულ მის განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა.


სააგენტო „ბი ემ ჯიმ“ გაავრცელა საქართველოში ავსტრიის ელჩ არად ბენკოს ინტერვიუ. აღნიშნული სააგენტოს ცნობით, ელჩი აცხადებს, რომ „საქართველოში ბიზნესის განვითარებას გადაწყვეტილებების მიუღებლობა და გადაწყვეტილებების მიმღებ ადამიანთან ნაკლებობა უშლის ხელს“.

როგორც ავსტრიის ელჩმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ავსტრია საქართველოს მეგობარი ქვეყანაა.

„გასულ კვირას სამ ელჩს გვქონდა ხანგრძლივი საუბარი და ჩვენ ბევრი კარგი რამე ვთქვით საქართველოზე. ხაზი გავუსვით, რომ საქართველოში კორუფციის დონე ძალიან დაბალია. მე ვისაუბრე იმაზე, რომ ამ ქვეყანაში გარანტირებულია კანონის უზენაესობა. კიდევ ძალიან ბევრი კარგი რამ ვთქვით, ვისაუბრეთ ავსტრიულ ინვესტიცებზე და ამასთან ერთად, მე ვისაუბრე რამდენიმე ისეთ საკითხზე, რომელთა გამოც ისეთი ბედნიერნი არ ვართ. შესაძლოა, მე ამ პრობლემებზე საუბრისას არასწორი სიტყვები გამოვიყენე. საქართველო ნამდვილად ევროპული ქვეყანაა და ჩვენ ყოველთვის გვსურს, ვიყოთ გულწრფელნი ჩვენს მეგობართან. უბრალოდ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც მე ვსაუბრობდი, ავსტრიას აქვს იმედი, რომ საქართველო ევროპულ დონეს უფრო მეტად მიუახლოვდება“, – განაცხადა არად ბენკომ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930