7-06-2019
„თქვენ გინდათ, თქვენი სახელით გაათეთროთ ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, კაცი მოკლან და დამარხონ, მოსამართლეს ვერდიქტი გამოატანინონ, სამელნეში მელნის მაგივრად სისხლი ჩაუსხან და მერე მისივე დაწერილზე წამოაგონ. ისინი არიან კარგები?! მიხეილ სააკაშვილია კარგი და ბოკერია-ადეიშვილი?!“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „საარჩევნო დებატები“.
მისი თქმით, შალვა შავგულიძე ხალხს სწორედ ამას ეუბნება, რაც მისთვის გაუგებარია.
„ამიტომ, თქვენ გააგებინეთ ხალხს. თავი მათთან გაქვთ გასამართლებელი, ჩემთან კი არა. ჩვენ არასოდეს შეგვეცვლება ის ურთიერთობა, რაც გვქონდა. ჩვენ ბოლომდე ურთიერთობის ამ ფორმაში ვიქნებით, მაგრამ მოსახლეობასთან უნდა ვიყოთ მართლები, იმათ შვილებთან და შვილიშვილებთან, ვისაც კარგ, ბედნიერ მომავალს ვპირდებით“, – განაცხადა ლადო კახაძემ.