გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ვისურვებდი მეტ პარტნიორობას კალიფორნიის მსოფლიო დონის აკადემიურ სასწავლებლებთან

7-06-2019

"რევოლუციური ტექნოლოგიების ეპოქაში, მინდა, საქართველო ცოდნის რევოლუციის მოწინავე ხაზზე იყოს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კალიფორნიის Commonwealth club-ში საჯარო გამოსვლისას განაცხადა.


პრემიერმა აღნიშნა, რომ განათლების სექტორში სახელმწიფო ბიუჯეტის მეოთხედის დახარჯვა იგეგმება, შედეგად კი ცოდნის ინდუსტრია მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) წილობრივად სულ მცირე 12 პროცენტით დაფინანსდება.


“ამ ძალისხმევის კონტექსტში ავაშენებთ ახალ პროფესიულ სასწავლებლებს, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა მაღალი ტექნოლოგიების საინჟინრო და სხვა პრაქტიკული უნარების დაუფლება შეძლონ. სან-დიეგოს შტატის უნივერსიტეტს საქართველოში წარმომადგენლობა აქვს და თბილისში ბაკალავრის ხარისხს ანიჭებს მის კურსდამთავრებულებს. ვისურვებდი მეტ პარტნიორობას კალიფორნიის მსოფლიო დონის აკადემიურ სასწავლებლებთან. საინტერესო მიმართულებებზე ვმუშაობთ სტენფორდის უნივერსიტეტთან საქართველოსთან დაკავშირებით. საქართველო წინ მიიწევს და თავად აკონტროლებს მის ბედისწერას. ჩვენ მხარდამხარ ვიბრძვით აშშ-სა და სხვა ერებთან დემოკრატიის, შესაძლებლობებისა და ჩვენი ცივილიზაციის დასაცავად. გვჭირდება ამერიკის დახმარება, რათა მომავალშიც წარმატებულად ვიაროთ წინ”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


შეხვედრა კალიფორნიის Commonwealth club-ში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მთავრობის მეთაურმა საჯარო დისკუსიაზე შეკრებილი აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930