გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ჭელიძე: ბრალდებული იულია სუსლიაკი პატიმრობაში რჩება

7-06-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჭელიძემ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 უკრაინელი ბავშვის საქართველოდ გამგზავრების შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა: "როგორც მოგეხსენებათ 10 ბავშვი, რომლებიც ბრალდებულმა იულია სუსლიაკმა საქართველოში ჩამოიყვანა უკრაინის მოქალაქეები არიან.


დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მთავარი პროკურორის მოადგილესა და უკრაინის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ბავშთა უფლებების საკითხებში შეხვედრა გაიმართა, უკრაინულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბავშვებზე ზრუნვა უკრაინის ტერიტორიაზე მოხდეს განხორციელდება. პროცესში ჩართულია უკრაინის სახელმწიფო სოციალური სამსახური და დღეს მოხდება მცირეწლოვნების უკრაინაში უსაფრთხოდ გადაყვანა, რაც შეეხება ბრალდებულ იულია სუსლიაკს ის პატიმრობაში რჩება, მის მიმართ გრძელდება გამოძიება, მას ტრეფიკინგში ედება ბრალი".

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930