7-06-2019
სამართალდამცავებმა საქართველოს პირველი არხის კუთვნილი ვიდეოკამერის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა „ლილო სითის” ტერიტორიაზე მოხდა, საიდანაც „მოამბის” გადამღები ჯგუფი გუშინდელი ხანძრის შედეგებს აშუქებს.
მიმდებარე პერიმეტრზე ამ დროს სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ. მათ ა.ო. ლილოს ტერიტორიაზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.