გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: ანაკლიის პროექტი სახელმწიფოს პრიორიტეტია

7-06-2019


„ანაკლიის პორტი სახელმწიფოს პრიორიტეტია და ამის დასტური „ეიპიემ ტერმინალს ფოთისთვის” გაცემული დოკუმენტის გაუქმებაა“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.


მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ეს დოკუმენტი არ იყო მშენებლობის ნებართვა. მისივე თქმით, მშენებლობის დასაწყებად სულ მცირე მიწა მაინც უნდა გქონდეს საკუთრებაში.


„მხოლოდ ანაკლიის პრიორიტეტის კონტექსტში ვიხილავთ და განვიხილავთ ნებისმიერ სხვა ინიციატივას, თუნდაც ძალიან საინტერესო და ყურადსაღებ ინიციატივას ალტერნატიული საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ.


ეს იმითაც დამტკიცდა, რომ როდესაც ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ თუნდაც მეორეხარისხოვანი დოკუმენტი, რომელიც რატომღაც შერაცხეს სამშენებლო ნებართვად, მიუხედავად იმისა, რომ მოგეხსენებათ, სულ მცირე მიწა მაინც უნდა გქონდეს საკუთრებაში იმისთვის, რომ მშენებლობა დაიწყო,“ - განაცხადა მინისტრმა.


მისივე თქმით, მშენებლობის ნებართვის მიღება კომპლექსური საკითხია, ასევე პროცესი ფოთის პორტთან დაკავშირებით გაცემულ ბრძანებაზე მის მინისტრობამდე დაიწყო, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რაც მან მოიმოქმედა.


„მე ჩამონათვალი მაქვს ოცამდე სხვადასვა საკითხის, რაც წარმოდგგენილი და შესრულებული უნდა იყოს იმისთვის, რომ სამშენებლო ნებართვა მიიღო და რა თქმა უნდა, ეს პირობები შესრულებული და წარმოდგენილი არ ყოფილა. საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ მიწათსარგებლობის დოკუმენტზე, რომელიც როგორც კი გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ ასეთი დოკუმენტი არსებობს და ის ძირითადად მომზადდა და შეიკრა ჩემს მინისტრად დანიშვნამდე, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელოვანია რა მოვიმოქმედეთ. ტექნიკური დარღვევის გამო ეს დოკუმენტი გაუქმებულია, სახელმწიფო მოხელე, რომელმაც ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუნდაც უმნიშვნელო დოკუმენტთან დაკავშირებით არ ჩამაყენა დროულად საქმის კურსში, აღარ არის თავის თანამდებობაზე. შესაბამისად, არანაირი წინაღობა ანაკლიის პროექტის განხორციელებას არ ექნება. არასოდეს სახელმწიფო და ეკონომიკის სამინისტრო არ მიიღებს რაიმე გადაწყვეტლებას, რომელიც ანაკლიის პორტისთვის იქნება დამაზიანებელი. ესაა მთავარი და პრინციპული, რისი თქმაც მინდა,“ -აცხადებს თურნავა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930