გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლადო კახაძემ ოქროყანაში საარჩევნო კამპანია შეაჯამა

7-06-2019

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ საარჩევნო კამპანია ოქროყანაში შეაჯამა.

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მმართველი გუნდის კანდიდატმა მთაწმინდის თითოეულ მცხოვრებს მადლობა გადაუხადა აქტიური მხარდაჭერისათვის და ამომრჩევლებს კვირას, 9 ივნისის არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ყველა შეხვედრა, რაც საარჩევნო კამპანიის დროს გავმართე, იყო უაღრესად ნაყოფიერი და საინტერესო. მე დეტალურად ვიცი ჩემი მთაწმინდელების საჭიროება და გამარჯვებისთანავე დავიწყებ მუშაობას, რომ არსებული საკითხები მოკლე დროში გადავჭრათ. უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ მთაწმინდელს, თქვენი მხარდაჭერა მაძლიერებს და მარწმუნებს, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ძალიან ცოტა დარჩა საბოლოო გამარჯვებამდე“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930