გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთში მომხდარი დაჭრის ფაქტი გაიხსნა - დაკავებულია ერთი პირი

7-06-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.ბ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 6 ივნისს, ლანჩხუთში, კოსტავას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1999 წელს დაბადებულ ლ.ფ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა დაჭრილი ლ.ფ. საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად თ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ამხილეს, მოგვიანებით კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში, ნათესავის საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930